ირინა აბულაძე ჰააგაში ევროპული სკოლის კონცეფციას გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე ჰააგაში ევროპული სკოლის დირექტორს ფრანს ვან დე კერხოფს და სკოლის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

ჰააგის ევროპულ სკოლაში ევროპული ბაკალავრიატის პროგრამას სკოლამდელ, დაწყებით და საბაზო საფეხურზე 1000 -ზე მეტი მოსწავლე ეუფლება, რაც გულისხმობს მაღალი ხარისხის ევროპული განათლების ხელმისაწვდომობას მრავალეთნიკურ და მულტიკულტურულ გარემოში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების , მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს , შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს კონტექსტის შესაბამისად ევროპული სასკოლო განათლების დანერგვის შესაძლებლობები და აქცენტი გაკეთდა მშობლიური ენის, ეროვნული იდენტობის გაძლიერების გზით ევროპული გამოცდილებისა და ღირებულებების დანერგვის უპირატესობაზე, რაც სწორედ ევროკავშირის მიერ აკრედიტებული ევროპული სკოლების კონცეფციას წარმოადგენს.

მათივე ცნობით, ანალოგიური მოდელის სკოლის დაფუძნება მიმდინარე წლის სექტემბერში ევროკომისიის მაღალი რანგის ვიზიტის ფარგლებში დაანონსდა და პროექტს ევროკავშირთან ერთად საქართველოს მთავრობა დააფინანსებს.

ევროპულ სკოლაში სწავლის შესაძლებლობა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსწავლეებს მიეცემათ. სკოლის სასწავლო გეგმა გაჯერებული იქნება ევროპული კურიკულუმის საკვანძო ელემენტებით და ავტორიზებული იქნება საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის მიერ. სწავლის დასრულების შემდეგ აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხული მოსწავლეები საერთაშორისო ბაკალავრიატის ატესტატს მიიღებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა