ვახტანგ გომელაური ატოცში შექმნილ ვითარებაზე - ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არ არსებობს, სრულად ვაკონტროლებთ

„ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არანაირად არ არსებობს, ატოცში შექმნილი ვითარება კონტროლს ექვემდებარება“, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ისევ გრძელდება ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

"ვიცით, რომ ამ ქმედებას რუსულ-ოსური მხარე ისევ და ისევ აგრძელებს. ეს რა თქმა უნდა, რთულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ერთი თვის წინ დააყენეს რკინის ბოძები, დღეს მოვიდნენ და რკინის ცხაურები, ე.წ. "სეტკა" მიიტანეს ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზზე. იქ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, კონტროლს ექვემდებარება ჩვეულებრივად, უბრალოდ, ეს ხალხის არშეშვება, ჟურნალისტების, ისევ მათი უსაფრთხოების თემიდან გამომდინარეა. გუშინ და გუშინწინ იყო განცხადებები, თითქოსდა ჩვენი სპეცდანიშნულების ჯგუფები გადადიოდნენ, ზვერავდნენ. რა თქმა უნდა, ეს აბსურდი იყო, არანაირი ჩვენი სადაზვერვო და სპეცდანიშნულების ჯგუფები გადასვლას არ ცდილობდნენ. ვიცით, რომ მათ პირიქით დაარღვიეს და გადმოვიდნენ ჩვენ მხარეს რამდენიმე ხნის წინ. დღევანდელ ქმედებაზე, ცხაურების გაკვრის შესახებ რკინის ბოძებზე, უსაფრთხოების სამსახურმა ჩააყენა ცხელი ხაზი საქმის კურსში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა უწყება, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ მათ ისევ გააგრძელეს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი“, - განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, ესკალაციის საფრთხე ხომ არ არსებობს, მინისტრმა ასე უპასუხა: „ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არანაირად არ არსებობს, ვაკონტროლებთ სრულად".

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ