„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა აქცია სახელწოდებით „დავიცვათ ჩვენი ეროვნული საგანძური“ გამართეს

„დავიცვათ ჩვენი ეროვნული საგანძური“ - ამ სახელწოდებით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის “ ახალგაზრდულმა მოძრაობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის გადადგომას მოითხოვენ.

მათი ინფორმაციით, დავით ლორთქიფანიძის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ათასობით ექსპონანტი განადგურდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ექსპონანტები საფრთხის წინაშეა, შესაძლოა, მათი ადგილმონაცვლეობა მოხდეს, რის შედეგადაც ექსპონატები დაზიანდება.

როგორც „ახალგაზრდა პატრიოტების” ლიდერმა მარიამ მარგველანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მათი მოთხოვნაა ხელოვნების მუზეუმში დაცული ექსპონანტების მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას საზოგადოებრივი სამეთვალყურეო საბჭო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა