ნატახტრის გზაზე, აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა

ნატახტრის გზაზე, სადაც მოძრაობა „შეცვალე“ მცოცავ ოკუპაცია აპროტესტებს, ორგანიზატორებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი მსხალაიას განცხადებით, პოლიციამ მათ აქციის გამართვის საშუალება არ მისცა. შელაპარაკება მცირე ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.

„როდესაც ვაპირებდით ზებრაზე გადასვლას, პოლიციელებმა ხელში აგვიყვანეს და გზის სავალი ნაწილიდან ძალის გამოყენებით გაგვიყვანეს. ჩვენ გზას არ ვკეტავდით, უბრალოდ, ერთი მხრიდან ზებრაზე პლაკატებით გადასვლა გვინდოდა და არ გვაძლევენ ამის საშუალებას. ახლა პოლიციას კორდონი აქვთ გაკეთებული და არ გვაძლევენ ზებრაზე გადასვლის საშუალებას“, - განაცხადა მსხალაიამ.

სამართალდამცველების ინფორმაციით, პროტესტის უფლება ყველას აქვს, თუმცა მაგისტრალზე გაჩერება და მოძრაობის შეფერხება არ შეიძლება.

იხილეთ ვიდეო: "ხელი ჩაწიე!.. ტონს დაუწიე" - დაპისპირპირება პოლიციასა და ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა შორის

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი