აზერბაიჯანში პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი და 80-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა

სამართალდამცავებმა ბაქოში ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტის“ ლიდერი ალი კერიმლი და საპროტესტო აქციის 80-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბაქოს პოლიციის უფროსის მოადგილე სახლაბ ბაგაროვმა „როიტერსთან“ საუბარში დაკავების ფაქტი დაადასტურა, თუმცა დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა არ დაასახელა.

ბაქოში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ დაბალ ხელფასებს, კორუფციასა და დემოკრატიის არასათანადო ხარისხს აპროტესტებდნენ.

დედაქალაქის ქუჩებში პოლიციის კორდონები იყო მოწყობილი, მუშაობა შეჩერდა რამდენიმე მეტროსადგურში, შეფერხებული იყო ინტერნეტ კავშირიც.

იხილეთ ვიდეო: კადრები ბაქოდან, სადაც პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი და 80-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი