სოფელ ატოცთან შეიარაღებული პირები კვლავ გამოჩნდნენ. თუმცა ე.წ. სასაზღვრო სამუშაოები ჯერ არ დაუწყიათ

ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ატოცის განაპირას შეიარაღებული პირები ცოტა ხნის წინ კვლავ გამოჩნდნენ. თუმცა ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოები ჯერ არ დაუწყიათ.

“ცოტა ხნის წინ გამყოფი ხაზის პერიმეტრზე კვლავ გამოჩნდა რამოდენიმე ფორმიანი პირი. ტექნიკა და სხვა გადაადგილება არ შეინიშნება. ჯერჯერობით რაიმე ტიპის სამუშაოებს აღნიშნული პირები არ აწარმოებენ”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ატოცის განაპირას გუშინ დილით გამოჩნდნენ და იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ბოძები დაამონტაჟეს, ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოები განაახლეს.

ატოცელების განცხადებით, იმ ადგილზე, სადაც ამჟამად შეიარაღებული პირები ე. წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებენ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ სოფლის მოსახლეობას შეზღუდული ჰქონდა გადაადგილება.

სოფლის განაპირას ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები რამდენიმე წლის წინ დაამონტაჟეს, ბოძების მონტაჟი კი ჯერ 2008 წელს დაიწყეს, შემდეგ კი სოფლის პერიმეტრის გარკვეულ მონაკვეთზე მიმდინარე წლის გაზაფხულზე განაახლეს.

ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა