ხვალ თბილისში ებრაული კულტურის ევროპული დღე აღინიშნება

21 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო „ვინდამ გრანდში“ გაიმართება ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ორგანიზატორია „ისრაელის სახლი“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ისრაელის სახლიდან“ აცნობეს, მესამე წელია „ისრაელის სახლი“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით, კურირებს საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტს. მარშრუტი სერტიფიცირებულია ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) მიერ.

21 ოქტომბრისთვის დაგეგმილ საღამოზე მიწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტარები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე, საქართველოში ებრაული დიასპორის, კულტურისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, თბილისს ისრაელიდან ეწვივნენ ოფიციალური 30-კაციანი დელეგაცია საპარლამენტო პარტია „ავოდას“ თავმჯდომარის ამირ ფერეცის ხელძღვანელობით და გავლენიანი გამოცემა „იედიოთ ახრონოთის“ ჟურნალისტი.

ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, მოეწყობა გოგა ჩანადირის ნამუშევრების - საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტოგამოფენა. ფოტოხელოვანმა საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტოები „ისრაელის სახლის“ დაკვეთით გადაიღო.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშეს თქმით, წელს ებრაული კულტურის ევროპული დღეები საიუბილეოა. ის ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) ეგიდით უკვე მეოცე წელია აღინიშნება. საქართველოში კი ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებულ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტს, კულტურის სამინისტროს წარდგინებით, „ისრაელის სახლი“ კურირებს. „მარშრუტი არის ეფექტიანი ინსტრუმენტი საქართველოსთვის ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობასთან ურთიერთობაში. საქართველოში ტურიზმის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტით მსოფლიო ებრაელობიდან დაიწყო მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მოზიდვა, რომელთა რაოდენობაც, გვჯერა, კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა იციკ მოშემ.

მისივე თქმით, ეს წელი საიუბილეოა საქართველო-მსოფლიო ებრაელობის ურთიერთობაშიც - ზუსტად 30 წლის წინ, საბჭოთა კავშირში მსოფლიო ებრაული სააგენტოს ხელმძღვანელის რანგში. მან ორგანიზება გაუკეთა მსოფლიო ებრაელობის ლიდერების ვიზიტს საქართველოში, რომელიც შემდეგ აქტიურად გაგრძელდა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც.

საპარლამენტო პარტია „ავოდას“თავმჯდომარის ამირ ფერეცის თქმით, ის საქართველოში ჩამოვიდა „ისრაელის სახლის“ საქმიანობის გასაცნობად და აპირებს, აგრეთვე, სიღრმისეულად შეისწავლოს ისრაელ-საქართველოს მომავალი ურთიერთობების მრავალმხრივი პერსპექტივები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა