თელავში საპროტესტო აქციაზე ხელისუფლებას სიმბოლურად წითელი ბარათები უჩვენეს

თელავში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომლის ორგანიზატორი მოძრაობა “ქვეყნის სამსახურშია”, წითელი ბარათების პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას სიმბოლურად წითელი ბარათები უჩვენეს, რომლებიც მათ წინასწარ დაურიგდათ.

მოძრაობის „ქვეყნის სამსახურშია“ წარმომადგენლებმა მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, ბარათები შეევსოთ. მათი განცხადებით, ეს არის ბარათები, რომლის შევსების შემდეგაც, თითოეულ მოქალაქეს უნდა ახსოვდეს, რომ ისინი არიან ქვეყნის სამსახურში და ამავდროულად, ის იქნება "წითელი ბარათი ბიძინა ივანიშვილისთვის და ხელისუფლებისთვის“.

ბიძინა ივანიშვილმა დაინახოს, რომ არ უყვართ და თუ აქ ჩამოვა, მას წითელი ბარათით დახვდებიან”,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა