პროექტის ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში“  ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

21-22 ოქტომბერს, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავედებათა კონტროლის ცენტრიდან აცნობეს, კონფერენციას ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს მისიის წარმომადგენლები. ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ნორვეგიის ჩრდილოეთ არქტიკული უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კონფერენციაზე პროექტის მონაწილე მხარეები, სხვა მომხსენებლებთან ერთად, წარმოადგენენ საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგებს, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებს.

„ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უმაღლესი განათლების სფეროში ოც წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში განხორციელებული ერთობლივი პროექტების საშუალებით გაიზარდა ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი აკადემიური პროგრამების მომზადების და სამეცნიერო საქმიანობის გაძლიერების კუთხით, ქართველ სტუდენტებს მიეცათ ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა, დაინერგა და ამუშავდა ქართული დაბადების რეგისტრი და სხვა. მიმდინარე პროექტის წარმატება დიდად განსაზღვრავს სამომავლო თანამშრომლობას საქართველოსა და ნორვეგიას შორის.

აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთი შესაძლებლობაა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე