ბანგლადეშში „ფეისბუქ“ პოსტის გამო 4 ადამიანი დაიღუპა, 50 კი - დაშავდა

ბანგლადეშში სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელი პოსტის გამო პოლიციასთან მომხდარი შეტაკების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 50 კი - დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, შეტაკება ბოლას რაიონში, დედაქალაქ დაკადან 195 კილომეტრში მას შემდეგ მოხდა რაც „ფეისბუქში“ გავრცელდა პოსტი, სადაც ინდუსი წინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ შეურაცხმყოფელ კომენტარებს აკეთებს.

სამართალდამცავების ინფორმაციით, „ფეისბუქი“ ჰაკერებმა გატეხეს და ისინი უკვე დაკავებულები არიან.

პოლიციის მტკიცებით, რამდენიმე ადამიანმა მათ ქვების სროლა დაუწყო და იძულებული გახდნენ, თავდაცვის მიზნით ცეცხლი გაეხსნათ.

იხილეთ ვიდეო: ბანგლადეშში "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტის გამო მომხდარი შეტაკებისას ოთხი ადამიანი დაიღუპა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა