თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის კლინიკაში ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის მაღალი სტანდარტის ცენტრი აშენდება

დღეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რადეკ პოლიცარი; ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ურთიერთობების განვითარების საკითხებში, იან ჩერნიკი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლუცია ნეჩასოვა და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების პროგრამების კოორდინატორი, სოფია ქამუშაძე ეწვევიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ვიზიტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის 2017 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

„მემორანდუმის საფუძველზე, - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აფინანსებს გ. ჟვანიას პედიატრიის აკადემიურ კლინიკის მიმდებარედ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ ხუთ-სართულიანი კლინიკის მშენებლობას, რომელშიც გაერთიანდება ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის ცენტრი და აშენების შემდეგ იზრუნებს მის ფუნქციობასა და მოვლა-პატრონობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის 2017 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა მემორანდუმი პროექტის - “ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში“ - განხორციელებასთან დაკავშირებით.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა