ექიმის ინფორმაციით, კორპუსის აფეთქებისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მას სასიცოცხლო ფუნქციები შენარჩუნებული აქვს

გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის რეანიმატოლოგმა, ქეთევან თარგამაძემ განუცხადა, 39 წლის სოსო ჯავახიშვილს, რომელსაც სხეულის 60 % აქვს დამწვარი, სასიცოცხლო ფუნქციები შენარჩუნებული აქვს.

მისივე ინფორმაციით, დაშავებული მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

პირველადი ინფორმაციით, 19 ოქტომბერს გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. სულ დაშავდა 4 ადამიანი. 3 ადამიანის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა