სოფელ ატოცში, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლს მართავს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, სკოლის ეზოში მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს მართავს.

„არა ოკუპაციას! არა სეპარატიზმს! არა ძალადობას! არა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას! - სპექტაკლი „ჯაყო“, განხორციელებულია დიდი კლასიკოსის, მიხეილ ჯავახიშვილის რომანის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით, რომელშიც მაღალმხატვრულადაა ასახული ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა! თეატრი მადლობას უხდის ბატონ დიმიტრი სანაკოევს და მის ადმინისტრაციას, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას და საპარლამენტო უმრავლესობის აპარატს პროექტის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელმა.

ზაზა თედიაშვილის განცხადებით, იდეა თეატრის დასს ეკუთვნის და თეატრალური წარმოდგენები ასევე გაიმართება საოკუპაციო ხაზთან მდებარე რამდენიმე სოფელში: დვანში, ზემო ნიქოზსა და არბოში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია