ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი იხსნება

ზუგდიდში დღეს სკრინინგ ცენტრი იხსნება. ცენტრი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის და განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით აშენდა და აღიჭურვა. ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს ჩეხეთის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რედეკ პოლიცარი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად შეხვდა.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საერთო პროექტებზე, ჯანდაცვის საკითხებში არსებულ გამოწვევებსა და რეფორმებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების, პირველადი ჯანდაცვის, პალიატიური მკურნალობის საკითხებს. ჩეხეთის დელეგაციამ ქართულ მხარეს წამლის ფასის რეგულირებასა და ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. თამარ გაბუნიამ ჩეხეთის დელეგაციას წარმატებული პროგრამების - ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და C ჰეპატიტის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმასაც, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკა უკვე სამი წელია ახორციელებს და დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციასა და სათემო ცენტრების შექმნას ისახავს მიზნად.

ჩეხეთის დელეგაცია ხვალ ზუგდიდში ჩავა, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს ოფიციალურად გახსნიან.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა