აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნის პარალელურად, აქტივისტთა ჯგუფი აქციის გამართვას გეგმავს

აბრეშუმის გზის ფორუმის პარალელურად, აქტივისტთა ჯგუფი ოპერისა და ბალეტის თეატრთან, სადაც ფორუმის გახსნის ღონისძიება უნდა გაიმართოს, აქციის გამართვას გეგმავს. როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა აქტივისტმა, თამარ კაკაბაძემ განუცხადა, ისინი პროტესტს პრემიერ გიორგი გახარია წინააღმდეგ გამოხატავენ.

„ჩვენი მიზანი არ იყო ამ ფორუმის ჩაშლა. ჩვენ გვესმის საქართველოს ეკონომიკის და ინვესტიციების მნიშვნელობა. თუმცა, პირადად გიორგი გახარია თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს ვერც საერთაშორისო ფორუმზე ამიერიდან. მე ვიყავი ოპერის შენობაში შესული, სადაც იმართება ფორუმი, შევხვდი პირადად გახარიასაც თვალახვეული, გამოვხატე ჩემი და იმ ადამიანების სათქმელი, ვინც უკვე 100 დღეზე მეტია ვაპროტესტებთ მის უკვე გაპრემიერებას, ასევე მას ოპერის შენობის გარეთ მოვუწყობთ აქციას",- განაცხადა თამარ კაკაბაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა