დევნილთა დასახლებებში განახლებადი ენერგიის პროექტი გაიხსნა

ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში, ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით, განახლებადი ენერგიის პროექტი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა მზის პანელები, რომლებიც წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებების საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და წყლის მიწოდების სისტემებს მოემსახურება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის შედეგად, ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხა დაიზოგება, რომელიც დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.

ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში შესრულებული სამუშაოები ლიეტუვის ენერგეტიკის ვიცე მინისტრმა ლინა საბაიტინემ, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ დაათვალიერეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა