ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით, 1-ელ ნოემბერს გაფიცვას აპირებენ

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით პირველ ნოემბერს აანონსებენ გაფიცვას. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ დღეს მუზეუმის ეზოში განცხადება გააკეთეს. მათ გაფიცვა 10 წინ დაანონსეს და კონკრეტული პასუხის მისაღებად განათლების სამინისტროს ათდღიანი ვადა მისცეს, თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, ოფიციალური პაუხს თვის ბოლომდე დაელოდებიან.

მათივე ინფორმაციით, გაფიცვის შესახებ ოფიციალური წერილი გაუგზავნეს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და მუზეუმის დირექტორს.

„სამივე მხარეს პრემიერ-მინისტრს, სამინისტროს და მუზეუმის დირექტორს გადაეგზავნა ჩვენი წერილობითი განცხადება, სადაც შავით თეთრზე წერია ჩვენი მოთხოვნებისა და შემდგომი გეგმების შესახებ. ჩვენი თვითმიზანი არ არის გაფიცვა, თუმცა თუ მოთხოვნა არ შესრულდება, სხვა გზა არ გვექნება. თუ ჩვენ ვერ მივიღებთ ოფიციალურ პასუხს, აუცილებლად დაიწყება გაფიცვა. ეს განცხადებები იმიტომ გავაგზავნეთ, რომ ჩვენი ქმედება იურიდიულად გამართლებული იყოს “, - ამბობს მუზეუმის თანამშრომელი ნანა აბულაძე.

განცხადებას ხელს 34 თანამშრომელი აწერს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს