ქუთაისში სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს

ქუთაისში სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, 300-მდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა.

მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეიკრიბნენ და განმარტება მოითხოვეს. მათი თქმით, სოციალური დახმარების თანხა არ დაერიცხათ, დღეს კი გაიგეს, რომ დახმარება შეუჩერდათ.

„ველოდებოდით თანხას, რადგან ამაზე ვართ დამოკიდებული. არ დაირიცხა და ახლა გავიგეთ, რომ შეწყდა. რას ნიშნავს ეს, გავმდიდრდით, თუ რა შეიცვალა?"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, აპირებენ მერიასთან მივიდნენ და აქცია იქ გამართონ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ცენტრში გამარტავენ, რომ დახმარებები უბრალოდ შეჩერდა, რადგან მიმდინარეობს გეგმური შემოწმება, შემოწმების შემდეგ კი რომელთა ქულებიც უცვლელი დარჩება, დახმარებას მიიღებენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა