ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი ბერაიას - მაგ სიტყვების გამო რა დაგემართება, განახებ, რამის თავი მაინც გქონდეს

მაგ სიტყვების გამო, რა დაგემართება განახებ, რამის თავი მაინც გქონდეს, - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ირაკლი ბერაიას მიმართა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაუპირისპირდნენ. სხდომაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატები იმ საკითხზე კამათობდნენ, მიეცათ თუ არა საკრებულოს წევრ ვახტანგ შაქარაშვილისთვის მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძისთვის კითხვის დასმის უფლება.

ლევან გოგიჩაიშვილმა ბერაიას მიმართა, რომ მიქაუტაძის დარბაზში ჯდომა სწორედ მისი სირცხვილია.

„აქ რომ ეს ზის, არის შენი სირცხვილი. ამ ზონდერს საშუალება რომ მიეცით, აქ იჯდეს," - მიმართა გოგოჩაიშვილმა, რასაც ირაკლი ბერაიას გაღიზიანება მოჰყვა. თავის მხრივ ბერაიამ მას წესიერად ლაპარაკისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მას არაფრის რცხვენია.

გოგიჩაიშვილმა ბერაიას ჩირგვებში დამალული ადამიანი უწოდა, რის შემდეგაც უმრავლესობის წევრმა მას უცენზუროდ მიმართა.

„მაგ სიტყვების გამო რა დაგემართება, მაგას განახებ. რამის თავი მაინც გქონდეს,"- მიმართა გოგიჩაიშვილმა ირაკლი ბერაიას.

მოგვიანებით, ბერაიამ მედიასთან კომენტირებისას აღნიშნა, რომ არ იცის, რამ გააღიზიანა ლევან გოგიჩაიშვილი, რადგან მან მხოლოდ ის მოითხოვა, რომ „ეს პროცესი ცირკისთვის არ დაემსგავსებინათ."

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა