BBC-ის მთავარი ბიზნეს კორეპონდენტის განცხადებით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიტიურად პოზიციონირება ინვესტორების ნდობის მოსაპოვებლად კარგი საშუალებაა

თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი; თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ამის შესახებ BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა ქართულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ლაინამი საქართველოში „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ჩამოვიდა და ერთ-ერთ პანელს - წარუძღვა.

პანელის დასრულების შემდეგ, BBC-ის ჟურნალისტმა მედიას საქართველოს კონკურენტუნარიანობის, საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციონირებისა და განვითარების სამომავლო პერსპექტივების შესახებ დასმულ კითხებზე უპასუხა.

მისი თქმით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიტიურად პოზიციონირება (ბიზნესის კეთების სიმარტივე; „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი) ინვესტორების ნდობის მოსაპოვებლად კარგი საშუალებაა.

„ასეთი რეიტინგები საკმაოდ კარგი საშუალებაა. ხალხს ნდობა სჭირდება იმისთვის, რომ ინვესტირება განახორციელონ. მათ სჭირდებათ კანონის ცოდნა. მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ ვინმესთან დავა ექნებათ, კანონი მათ მიმართ სამართლიანი იქნება. ეს საერთაშორისო ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამის გამო მოდის საქართველოში ინვესტიციები. თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება“, -განაცხადა აარონ ჰესელჰარსტმა.

მან საქართველო ირლანდიას შეადარა და განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია, ეკონომიკური განვითარებით ევროკავშირის მოწინავე ქვეყნებს დაეწიოს.

„ვფიქრობ, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს მომავალი წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამასთან, მინდა საქართველო ჩემს სამშობლოს - ირლანდიის რესპუბლიკას შევადარო. როცა დავიბადე, სულ რამდენიმე წლის წინ, ირლანდია დასავლეთ ევროპაში უღარიბესი ქვეყანა იყო. შემდეგ, შეუერთდა ევროკავშირს, თავისი პერსპექტივები გააფართოვა ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოსახლეობის გადამზადებაში, ახლა კი ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა. მასზე მდიდარი მხოლოდ ლუქსემბურგია. ვფიქრობ, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას. ამ კონკრეტული კონფერენციით საქართველო წინ მიიწევს და ფორუმი - სწორედ ეს არის ადგილი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. ხალხი ბიზნესს ხალხთან ერთად აკეთებს და არა კომპანიებთან და თუ 60 ქვეყნის ხალხს ერთად შეკრებ, ისინი ბიზნესს ერთად გააკეთებენ“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ჯო ლაინამის განცხადებით, დღეს შეიტყო, რომ ქუთაისიდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები ხორციელდება. მისი თქმით, მოხარული იქნება, თუ პირდაპირ მიმოსვლას „ბრიტანეთის ავიახაზებიც“ დაიწყებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა