ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სკრინინგ ცენტრი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რადეკ პოლიცარმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და პროექტის განმახორციელებელი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებმა გახსნეს.

როგორც გახსნის ცერემონიალზე გიორგი შენგელიამ აღნიშნა, სკრინინგ ცენტრის გახსნა ზუგდიდში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დაავადების დროული გამოვლენა წარმატებული მკურნალობის საწინდარია.

„დღეიდან ჩვენი რეგიონის მცხოვრებლებს მიეცემათ შესაძლებლობა ადგილზე ჩაიტარონ მნიშვნელოვანი გამოკვლევები“, - განაცხადა მან.

ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCRG) მიერ პროექტის ,,ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის დაფუძნება და პოპულარიზება“ ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს კონტრიბუციით.

პროექტი მიზნად ისახავს სკრინინგის ეროვნულ პროგრამებზე (ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და სწორი ნაწლავის) ხელმისაწვდომობის გაზრდას და ონკოლოგიური დაავადებების დროული გამოვლენის ხელშეწყობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

ღონისძიებაზე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას ,,ონკოპრევენციის ცენტრი“ოფიციალურად გადასცა.

ამასთან, როგორც ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შორის ორმხრივი მემორანდუმი გაფორმდა რეგიონში კიბოს სკრინინგის ეროვნული პროგრამების განხორციელების მხარდაჭერის ნიშნად. ამ ღონისძიებით მხარეები, ასევე შეურთდნენ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას ,,ვარდისფერი ოქტომბერი“ რომელიც 1997 წლიდან აღინიშნება.

სკრინიგ ცენტრში 40-დან 70 წლამდე მოქალაქეებისთვის გამოკვლევა უფასოა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის