მაია ცქიტიშვილი - მნიშვნელოვანია, ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს შორის კონკრეტული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორუმზე შედგეს კონკრეტული ინტერაქცია, ჩამოყალიბდეს ურთიერთობები ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს შორის, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციების ჩადებით“,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სასტუმრო „ბილტმორში“ განაცხადა, სადაც მეორე დღეა ,,თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპერსნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ კონკრეტული საქმიანი შეთანხმებების და ურთიერთობების იმედი აქვს.

,,ფორუმის ფარგლებში 300-ზე მეტი შეხვედრაა დაგეგმილი. ჩვენ გვაქვს საშუალება ხელი შევუწყოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს გამონახონ შესაძლებლობები საქართველოში ბიზნესის საკეთებლად, შემოიტანონ ინვესტიციები. არსებული პოლიტიკური ურთიერთობები მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამშრომლობის განვითარებისთვის,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმში“ 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

ზვიად კირტავა - მთავარი მიზანი მაინც არის ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტა და შემთხვევების შემცირება, ამის მიღწევის გარეშე საწოლების და პერსონალის კიდევ გაზრდაც ვერ აგვაცილებს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
საახალწლო შეთავაზება მრავალფუნქციური კომპლექსისგან "მოედანი"
ზოომარტი ექსკლუზიურად Wolt-ზე
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის