პროექტის „2014-2017 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების” საჯარო განხილვა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული „2014-2017 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის” საჯარო განხილვა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გახსნა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას საჯარო განხილვაში მონაწილეობისათვის და მათ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შემუშავებისა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

საჯარო განხილვას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

შეხვედრის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას ეროვნული მოხსენების პროექტი წარედგინა, რის შემდგომაც საჯარო განხილვა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა და მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები პროექტთან დაკავშირებით.

ეროვნული მოხსენება წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მზადდება და მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და ფართო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ. ეროვნული მოხსენების პროექტის ცალკეული თავები შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (ე.წ. მწვანე და გარემოზე ეკონომიკური სექტორების ზემოქმედების თავები) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (წყლის რესურსების თავი) მხარდაჭერით.

ეროვნული მოხსენების დოკუმენტი მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა, სხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხები და რისკები, ეკონომიკის სექტორების ზემოქმედება გარემოზე და გარემოსდაცვითი მმართველობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა