მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორი - სასამართლო პროცესის გახსნასთან დაკავშირებით შუამდგომლობა ჩვენამდე არ მოსულა, როცა მოვა, პასუხს გავცემთ

პროცესის გახსნასთან დაკავშირებით შუამდგომლობა ჩვენამდე არ მოსულა. როცა მოვა, პასუხს გავცემთ, როგორც დაცვის მხარეს, ასევე სასამართლოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა განუცხადა.

როგორც პროკურორი აცხადებს, პროცესის გახსნასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დღევანდელ სხდომაზე არ გაჟღერებულა.

„დაცვის მხარეს ეს შუამდგომლობა პროცესზე არ დაუყენებია. როგორც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნული შუამდგომლობით მან ბრალდების მხარეს მომართა. ჩვენამდე ეს შუამდგომლობა არ მოსულა, როცა მოვა, გავცემთ პასუხს, როგორც დაცვის მხარეს, ასევე სასამართლოს. კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ პროცესის დახურვა, რომელიმე მხარის სურვილი არ ყოფილა. დილით როცა გამოვედი სამსახურიდან, ეს შუამდგომლობა მოსული არ იყო. პოზიცია გვექნება კანონის შესაბამისი. თუ იმ საფუძველში შეიცვლება რამე, რაც დახურვას დაედო საფუძვლად, მაშინ დავეთანხმებით", - განაცხადა მირიან მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე 4 მოწმე დაიკითხა, მათ შორის, ხორავას ქუჩაზე მცხოვრებლები.

"დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ოთხი მოწმე. აქედან ერთი არის ხორავას ქუჩაზე მცხოვრები და მეორე, მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე. ასევე დაიკითხა, იმ დროისთვის არასრულწლოვანი, რომელიც ე.წ. არკაში იმყოფებოდა და ასევე სასამართლოს ჩვენება მისცა პირმა, რომელიც ფარდულის დემონტაჟთან იყო კავშირში. ოთხივე პირმა დაადასტურა ის ინფორმაცია, რომელიც მათ გამოძიების ეტაპზე მიაწოდეს. შინაარს ვერ დავაკონკრეტებ, თუმცა ორივემ - იქ მცხოვრებმა და მომუშავემ დაადასტურეს ის ფაქტობრივი გარემოება, რაც შემთხვევის ადგილზე ნახეს. ასევე არასრულწლოვანმაც დაადასტურა, რომ იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზე ,,არკაში". თუმცა, მან განაცხადა, რომ იგი ეზოში არ შესულა. შესაბამისად, ვერ დაადასტურებდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რაც უშუალოდ ეზოში ხდებოდა", -განაცხადა მირიან მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ დღეს განაცხადა, რომ პროკურატურისგან სასამართლო სხდომის გახსნასთან დაკავშირებით პასუხს ელოდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი