ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურების საკითხს თავად, მოადგილესთან ერთად, პირად კონტროლზე აიყვანს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურების საკითხს თავად, მოადგილესთან ერთად, პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანს. ამის შესახებ მან ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი. მათგან წარმოდგენილია 10 წევრი, ასევე წარმოდგენილია მათი პროფკავშირებიდან ხელმძღვანელი. ჩვენი მხრიდანაც შეიქმნა საბჭო. ხვალიდან დავიწყებთ კონკრეტულ გეგმებზე მუშაობას. ასევე, განხილული იქნება, მათ სახელფასო ანაზღაურებებს როდის გადავიხდით. ეს აყვანილი იქნება ჩემი და ჩემი მოადგილის პირადი კონტროლის ქვეშ“, - აღნიშნა მინისტრმა.

კითხვაზე, აქამდე რატომ არ იყო აღნიშნული დავალიანებები გადახდილი, მინისტრმა განმარტა, რომ „ჯანდაცვის სამინისტრო მართვაში არ იყო ჩართული“.

„ეს ყოველივე იყო „საპარტნიორო ფონდის“ მმართველობის ქვეშ. ჯანდაცვის სფერო საჭიროებს სპეციფიურ მმართველობას. მკვეთრად გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ ჩვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განმარტა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, შემდგომი შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი.

ცნობისთვის, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლების მთავარი მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაა. სწორედ ამ მოთხოვნის გაცნობის მიზნით მათ დღეს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრა გამართეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა