„შერატონ გრანდ თბილისი პალასში“ ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ხვალ, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი პალასში“, ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციას დაესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, სამედიცინო საზოგადოების და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე, დარგის ექსპერტები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ყოველწლიურად, ოქტომბრის თვეში, მსოფლიოში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის გლობალური ალიანსის ინიციატივით, ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული აღინიშნება. წელს კვირეული 20-26 ოქტომბერს მიმდინარეობს სლოგანით - აკრძალე ტყვია საღებავებში!

აღნიშნული კვირეული ამერიკის სენატის მიერ 1999 წელს დაარსდა. კვირის განმავლობაში მრავალი ორგანიზაცია სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებას ატარებს.

„კვირეულის მიზნებია: ტყვიით მოშხამვის შესახებ ცნობიერების ამაღლება; ქვეყნებისა და პარტნიორების ყურადღების გამახვილება მათი ძალისხმევის მობილიზებისათვის ბავშვების ტყვიით მოშხამვის თავიდან აცილების მიზნით; ქვეყნებმა სახელმწიფოს დონეზე, შესაბამისი მარეგულირებელი მექანიზმებით, გადადგან ნაბიჯები ტყვიის შემცველი საღებავების აღმოფხვრელად;

2018 წელს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) განხორციელდა. MICS კვლევის ფარგლებში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობით და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, 2-7 წლის ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის კომპონენტი განხორციელდა.

კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს, მათ შორის, ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ბავშვების 25%-ში სისხლის ტყვიის შემცველობა მსუბუქი მატების ფარგლებშია, 5-დან 10 მკგ/დლ-მდე.

MICS კვლევის შედეგებზე რეაგირების მიზნით, „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების გატარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის, 19 აპრილის #869 განკარგულების შესაბამისად, 2019 წლის 30 ივლისიდან სახელმწიფო პროგრამის „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ ფარგლებში მიმდინარეობს „სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის“ კომპონენტი, რომლის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის კვლევები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონფერენციაზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს: MICS კვლევის შედეგები, ტყვიის წყაროების კვლევა, ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის პირველადი შედეგები, ტყვიის კვირეული და ბავშვების ტყვიისადმი ექსპოზიციისა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შემცირების მულტისექტორული სამოქმედო გეგმა.

ღონისძიების ბოლოს გაიმართება დისკუსია.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე