არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პატრიკ ფრანზენთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა 27-30 ოქტომბერს დაგეგმილი შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის დეტალები განიხილეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობითვე, აღნიშნული ვიზიტი ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების ერთ-ერთი საკვანძო მოვლენაა და ხაზს უსვამს საქართველო-შვეიცარიას შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობასა და პარტნიორობას.

პარლამენტის თავმჯდომარემ შვეიცარიის ელჩს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კონფლიქტების მოგვარების პროცესში დახმარებისთვის. ამასთან, აღინიშნა შვეიცარიის პოზიტიური ჩართულობა საქართველოში სოფლის მეურნეობის, პროფესიული განათლების, კულტურისა და ხელოვნების, ტურიზმის და სხვა სფეროებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა