სუს-ი - გავრცელებული ინფორმაცია ცხინვალის იზოლატორის ყოფილი პატიმრის ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების შესახებ არ დასტურდება

გავრცელებული ინფორმაცია ცხინვალის იზოლატორის ყოფილი პატიმრის ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების შესახებ არ დასტურდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას, რომ დაუყონებლივ მიიღოს ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედ „ცხელი ხაზის“ მექანიზმს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ოჯახის მიმართვის საფუძველზე, შესაძლებლობა აქვს მოინახულოს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირი. ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი უკანონო პატიმრობაში ყოფნისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებული იქნა "ცხელი ხაზი". 22 ოქტომბერს მოხდა უკანონო პატიმრობიდან მისი გათავისუფლება.

გავრცელებული ინფორმაცია ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების შესახებ არ დასტურდება“,- აცხადებენ სუს-ში.

ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია ცხინვალის წინასწარი დაკავების საკანში ე.წ. სამართალდამცავთა მიერ პატიმრების ცემა, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე