პაატა სილაგაძე - ქრისტიანული სახელმწიფო ვართ, თუმცა ტოლერანტობიდან გამომდინარე, სხვა რელიგიებსაც აქვთ არსებობის უფლება

ჩვენი სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობას. ქრისტიანული სახელმწიფო ვართ, თუმცა ტოლერანტობიდან გამომდინარე, სხვა რელიგიებსაც აქვთ არსებობის უფლება, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ სილაგაძეს ჰკითხა, მისი აზრით, სახელმწიფო აღიარებს თუ არა ღმერთის არსებობას.

„ჩვენი სახელმწიფო და კონსტიტუცია აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობას და კონკორდატით არის დადებული ეს ხელშეკრულება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ქრისტიანული სახელმწიფო ვართ, თუმცა ტოლერანტობიდან გამომდინარე, სხვა რელიგიებსაც აქვთ არსებობის უფლება“, - განაცხადა სილაგაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა