„თბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“ ინიციატივის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში „თბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“ ინიციატივის ფარგლებში აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ონკოლოგიური სერვისების მართვის, ხელმისაწვდომობის და ხარისხის შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია მოხდა. განისაზღვრა სამომავლო ნაბიჯები, რაც ონკოლოგიური სერვისების განვითარებისთვის უნდა განხორციელდეს. შეხვედრას მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და “City Cancer Challenge” კომიტეტის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, კიბოსთან ბრძოლაში ქალაქებს შორის გამოწვევას თბილისი 2019 წლის თებერვალში შეუერთდა და ევროპაში კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო მოძრაობის წევრი პირველი დედაქალაქი გახდა.

ფონდი „City Cancer Challenge“ კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის (UICC) მიერ, 2017 წელს შეიქმნა და ქალაქებისთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე