იორდანიაში გააუქმეს კანონი, რომელიც ქმრის მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში,  ცოლის პატიმრობას ითვალისწინებდა

იორდანიაში გააუქმეს კანონი, რომელიც ქმრის მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ცოლის პატიმრობას ითვალისწინებდა. ამ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. იორდანიის ხელისუფლების მიერ კანონში ცვლილების შეტანა ორგანიზაცია „ამნისთი ინთერნეიშენალის“ რეკომენდაციას მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე იორდანიელი ქალები ვალდებულები იყვნენ, ოჯახის წევრი მამაკაცის მოთხოვნა შეესრულებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.

„ამნისთი ინთერნეიშენალი“ მიესალმება იორდანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, თუმცა ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ქალთა უფლებები კვლავ ილახება და ამ კუთხით გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი