ჯანდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს - ვიცი, რომ მინისტრი ვარ და არ მჭირდება შეხსენება

ვიცი, რომ მინისტრი ვარ და არ მჭირდება შეხსენება, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომლისგანაც მედიის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველთა ოჯახებისთვის დახმარების შეწყვეტის საკითხით დაინტერესდნენ.

ჟურნალისტებმა ტიკარაძეს ჰკითხეს, აუნაზღაურდებათ თუ არა სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადამოწმების შემდეგ განაცდური თვეების თანხები.

მინისტრის კომენტარის შემდეგ ჟურნალისტებმა კითხვა თემის დეტალებზე დასვეს, რის გამოც ტიკარაძემ ისინი თავის მოადგილესთან გადაამისამართა, რაც ჟურნალისტებმა გააპროტესტეს და ტიკარაძეს „შეახსენეს“, რომ მინისტრი თავადაა.

„ვიცი, რომ მინისტრი ვარ და არ მჭირდება შეხსენება. გიპასუხეთ თქვენს კითხვაზე. როდესაც გადამოწმება დასრულდება, მათ განაცდური თვეები აუნაზღაურდებათ. რა თქმა უნდა, ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს ერთი-ორი თვე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ის, რომ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დახმარება შეუწყდათ, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მათ ამის შესახებ რა თქმა უნდა, განვუმარტეთ. ეს არის 4-წლიანი ციკლი, რომელიც მეორდება და ისინი ყოველთვის არიან საქმის კურსში. იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება ეკუთვნის, ეს განაცდური თვეები მათ აუნაზღაურდებათ გადამოწმების შემდეგ. თქვენ არ ფლობთ სწორ ინფორმაციას. თქვენ ახლა ცდილობთ მოსახლეობა შეიყვანოთ შეცდომაში. გადამოწმება დაიწყო აგვისტოში, შესაბამისად, მათ 6 თვის წინ ვერ შეუჩერდებოდათ დახმარება. ახლა ჩვენ ვკამათობთ ისეთ აბსურდულ თემაზე, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის გეგმური გადამოწმება, რომელიც ყოველ 4 წელიწადში მეორდება და არ არის თანხების დაზოგვის მიზნით. მიზნობრივ ჯგუფებს ისევ დაენიშნებათ დახმარება. დეტალურ პასუხს ჩემი მოადგილე გაგცემთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო: "ვიცი, რომ მინისტრი ვარ და არ მჭირდება შეხსენება" - ჯანდაცვის მინისტრის რეპლიკა და მცირე შეკამათება ჟურნალისტებთან

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე