ამერიკულმა Conti International-მა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დატოვება გადაიფიქრა და კვლავ აქციონერად რჩება

ამერიკული Conti Internationa- კვლავ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერად რჩება,- აღნიშნულ ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად,”-აცხადებენ კონსორციუმში.

როგორც "ანაკლიიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „კონტი ჯგუფი“ კვლავ აქციების 42%-ის მფლობელად რჩება.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკული „კონტი ჯგუფი“, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 42%-იანი წილის მფლობელია, კონსორციუმს ტოვებდა.

იხილეთ ვიდეო: ამერიკულმა Conti International-მა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დატოვება გადაიფიქრა და კვლავ აქციონერად რჩება

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!