ჯანდაცვის მინისტრი - ის, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეუწყდათ დახმარება, სიმართლეს არ შეესაბამება

ის, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეუწყდათ დახმარება, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სოციალურად დაუცველ პირებს განემარტათ, რომ დახმარების ჩარიცხვის შეჩერება დროებით, გადამოწმების მიზნით მოხდა.

„მათთან მოხდა იმის განმარტება, რომ ეს არის ოთხ წლიანი ციკლი და საქმის კურსში არიან, იმ შემთხვევაში თუ სოციალურად დაუცველ ოჯახს ეკუთვნის დახმარება ეს განაცდური თვეები მათ აუნაზღაურდებათ გადამოწმების შემდეგ. გეგმიური გადამოწმება აგვისტოს თვეში დაიწყო და ყოველ 4 წელიწადში მეორდება. მიზნობრივ ჯგუფებს ისევ დაენიშნებათ დახმარება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა