სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მარნეულის მუნიციპალიტეტში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობა შეისწავლა და ორ საკითხთან დაკავშირებით გამოვლენილი დარღვევების გამო, პროკურატურას მიმართა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაუდასტურეს.

კერძოდ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საგამოძიებო უწყებაში მოხვდა, შპს „მარნეულის სოფწყალს“ ეხება, რომლის მიზანიც მარნეულის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების სასმელი და სარწყავი წლით მომარაგებაა. როგორც ირკვევა, აღნიშნულ შპს-ს, რიგი სოფლის წყალმომარაგების მიზნით, იჯარით აღებული აქვს სატუმბი სადგური, რომლის საიჯარო ღირებულება წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, ხუთი წლის განმავლობაში ქირა გაიზარდა 36.0 ათასი ლარიდან 180.0 ათას ლარამდე. აუდიტის სამსახურმა საკითხის შესწავლით გაარკვია, რომ მუნიციპალიტეტის და შპს-ს ხელმძღვანელი პირები არ/ვერ მოქმედებდნენ მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებით და შედეგად დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტს.

მეორე საკითხი, რომელიც საგამოძიებო ორგანოში მოხვდა, საქმე სოფლებში გზების მოხრეშვით სამუშაოებს ეხება. მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში ელექტრონული ტენდერების საშუალებით ხელშეკრულებები გააფორმა შპს „თი-ეს-აი კომპანისთან“, რომელთა მიხედვით მუნიციპალიტეტის 9 სოფელში უნდა შესრულებულიყო გზების მოხრეშვის სამუშაოები, საერთო ღირებულებით 128.5 ათასი ლარი. მიმწოდებლის მიერ შესრულებული მოხრეშვითი სამუშაოები მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა 2017 წლის დეკემბერში და 2018 წლის სექტემბერში. აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები და გამოვლინდა, რომ გზებზე მცირე რაოდენობით იყო შეტანილი ინერტული მასალები.

„აღნიშნული წარმოშობს რისკს, რომ მიმწოდებელმა სამუშაოები არ შეასრულა ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მოცულობების შესაბამისად,”-აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა