ფოთში „თავისუფალი საქართველოს“ კომიტეტის სხდომა გაიმართა

ფოთში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ფოთის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, შეხვედრაზე 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიის მიზნები და ამოცანები განიხილეს, ასევე ის პროგრამები და პროექტები, რომლებსაც „თავისუფალი საქართველო“ ახორციელებს.

როგორც კახა კუკავამ განაცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „თავისუფალი საქართველო“ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნულ-კონსერვატიული ალტერნატივა იქნება.

პარტიის ლიდერმა განსაკუთრებული ყურადღება იაფი მედიკამენტების პროგრამაზე გაამახვილა. პარტია უახლოეს მომავალში პროგრამის ამოქმედებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს, რაც იაფ მედიკამენტებს საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გახდის.

პარტია „თავისუფალი საქართველო“, საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული შედეგებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გეგმავს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ყველა საარჩევნო ოლქში ადგილობრივი ორგანიზაცია დააფუძნოს, ან განაახლოს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია