აკაკი ზოიძე - მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ მედიკამენტების შეძენა ისე, რომ ფინანსურ კატასტროფაში არ გადაცვივდნენ

ჯანდაცვის კომიტეტისთვის ძირითადი პრიორიტეტი იქნება ის, რაც ეხება ხარისხიან მედიკამენტებზე ჩვენი მოქალაქეების ხელმისაწვდომობას, - აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ გააკეთა.

ზოიძის თქმით, მუშაობა სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს.

„მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ის, რომ, ერთი მხრივ, დეფიციტი არ გაჩნდეს ბაზარზე იმ მედიკამენტების, რაც სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს და მოქალაქეებს შეეძლოთ ამ მედიკამენტების შეძენა ისე, რომ ფინანსურ კატასტროფაში არ გადაცვივდნენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს აკაკი ზოიძემ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ არის ზომების ნაწილი, რომელებიც ახლავე არის გასატარებელი, მათ შორის ქრონიკული ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის დიზაინის შეცვლა მომავალი წლისთვის და ასევე კანონებში ცვლილება, რომელიც რეგისტრაციის პროცედურას გაამარტივებს.

მისი თქმით, ამასთანავე „აუცილებელია საბაზრო მექანიზმების შემოტანა, რომლებიც ბაზარზე კეთილსინდისიერი კონკურენციის წესებსა და მარკეტინგს დაამკვიდრებს და არა ექიმების მოქრთამვას“.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა