ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სელექციური კონტრაქტები რეგიონების კლინიკებში არსებულ დეფიციტს მოაწესრიგებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სელექციური კონტრაქტები რეგიონების კლინიკებში არსებულ დეფიციტს მოაწესრიგებს.

მისივე თქმით, რეგიონების კლინიკები ეტაპობრივად ასევე აღიჭურვება რეანომობილებით.

„პრინციპი, რომელიც გულისხმობს კლინიკების სელექტიურ კონტრაქტირებას, იძლევა საშუალებას, დავარეგულიროთ ის დეფიციტები, რომელიც რეგიონებში გვაქვს. რაც შეეხება რეანომობილებს, მათი აღწერა და აღრიცხვა უკვე განხორციელდა და სამინისტრომ ზუსტად იცის რამდენი რეანომობილი სჭირდება ქვეყანას და ესენი ეტაპობრივად შეივსება",- განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის კუთხით რეფორმის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.

გარდა ამისა, მინისტრმა ჯანდაცვის სისტემის ახალი რეფორმის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის გზა პირველად ჯანდაცვაზე გადის. მისივე თქმით, აუცილებელია პრევენციული სერვისების გაძლიერება, ოჯახისა და სოფლის ექიმების როლისა და დატვირთვის გაზრდა, ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმური სამედიცინო შემოწმების კულტურის განვითარება.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს. ეს ეხება 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციას.

მისი განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ, 2024 წლისთვის ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი 831 ამბულატორია იქნება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა