ჯანდაცვის მინისტრი - ოჯახებს, რომლებსაც სოციალური დახმარება პროგრამულად შეუწყდათ, მაგრამ ეს სტატუსი შეესაბამება, დახმარება 2 თვის განმავლობაში აღუდგება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოჯახებს, რომლებსაც სოციალური დახმარება პროგრამულად შეუწყდათ, მაგრამ სოციალური სტატუსი შეესაბამება, დახმარება 2 თვის განმავლობაში აღუდგება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოციალური დახმარების კონტროლი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

"სოციალური დახმარების კონტროლი განახლდა არა 6 თვის წინ, არამედ აგვისტოს თვეში. ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და მომდევნო 2 თვის მანძილზე, რომელსაც პროგრამულად შეუწყდა სოციალური დახმარება,მაგრამ მას შეესაბამება ის სტატუსი, რომელსაც ფლობს, აღუდგება სოციალური დახმარება",- განაცხადა ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა