გიორგი ვაშაძე - ყველა პრიორიტეტი და მიმართულება, რომელიც ჩვენ 16 ოქტომბერს გავაჟღერეთ, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა გაიმეორა

„აღსანიშნავია, რომ სტრატეგია აღმაშენებლის „ჯანდაცვის ქართული მოდელის“ პრეზენტაციას ასე მოკლე დროში მოყვა გამოხმაურება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ფაქტობრივად, ყველა პრიორიტეტი და მიმართულება, რომელიც ჩვენ, 16 ოქტომბერს გავაჟღერეთ, დღეს ქალბატონმა მინისტრმა გაიმეორა. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი პრეზენტაციის ტექსტიც და სტილისტიკა, რომელიც საიტზეც განვათავსეთ, კარგად შეუსწავლია მინისტრს და გამოიყენა კიდეც, - განაცხადა „ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, „სტრატეგია აღმაშენებელის“ იდეის ავტორმა გიორგი ვაშაძემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოდან“ აცნობეს, გიორგი ვაშაძის შეფასებით, მინისტრმა ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, თუმცა მათი გადაჭრის გზები არ დაუკონკრეტებია.

„ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებამ შეძლოს რაიმე ღირებულის შექმნა, ან რეალური რეფორმის გატარება ჯანდაცვის მიმართულებით, რადგანაც 2014 წლიდან ყოველ წელს, ხელისუფლება აჟღერებს რომ მათთვის პრიორიტეტია წამლების ფასი და ხარისხი, პირველადი ჯანდაცვა ან ციფრული მედიცინა. როგორც ვხედავთ ამ მიმართულებებით დღემდე დიდი ჩავარდნებია და რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა. ასევე, არ მგონია, რომ ქალბატონი მინისტრი ან ქართული ოცნების ხელისუფლება დაუპირისპირდეს სააფთიაქო მაფიასა და ვერტიკალურ მონოპოლიებს და წავიდნენ კარტელური გარიგეგების წინააღმდეგ. ამის დროც და საშულებაც მათ ქონდათ, მაგრამ არ გააკეთეს. ასე რომ, ეს არის მორიგი პოპულისტური განცხადებები და ასევე მცდელობა, რომ როგორმე რეაგირება მოეხდინათ ჩვენ მიერ შეთავაზებულ ინიციატივებზე.

სტრატეგია აღმაშენებელს ყველა იმ მიმართულებაზე რაზეც მინისტრმა დღეს ისაუბრა აქვს კონკრეტული, შეიძლება ითქვას რევოლუციური გეგმა და გადაწყვეტის „ფორმულები“. ასევე, ვამუშავებთ დეტალურ გეგმებს სამედიცინო განათლებასთან, სადაზღვევო სისტემებთან დაკავშირებით და კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენ თანამოქალაქეებს ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე