გუგა ქაშიბაძე - თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული 77 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დაზიანება საკმაოდ სერიოზულია

თევდორე მღვდლის 38 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული 77 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და გაუარესებისკენ არ მიდის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მამაკაცს სხეულის 35% აქვს დამწვარი და ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში

„პაციეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, გაუარესების გარეშე, თუმცა, დიაგნოზი სერიოზულია. მას სხეულის მე-2 და მე-3 ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება. ასეთი დაზიანება საკმაოდ სერიოზულია 77 წლის მამაკაცისთვის. ამ ტიპის დიაგნოზი ახალგაზრდისთვისაც კი სახიფათოა“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, თევდორე მღვდლის 38 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე აფეთქება 28 ოქტომბერს, ღამით მოხდა. ბინაში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა 77 წლის მამაკაცი,რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა