რომან კაკულია - ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი პატრიარქის მიმართ ნებისმიერი ტიპის ქმედებას მიესალმებოდა და დღეს მისი დამცველი გამოდის

ყველაზე მეტად სასაცილო ის არის, რომ ოპოზიციის მხარეს ნამდვილად მეგულებიან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე მიესალმებოდნენ პატრიარქის მიმართ განხორციელებულ ნებისმიერი ტიპის ქმედებას და დღეს ახლა მისი დამცველები გამოდიან, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მეუფე იაკობის განცხადებებს.

კაკულია გამოძიების დაწყების საფუძველს ჯერჯერობით ვერ ხედავს, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, არავის აქვს იმის სურვილი, რომ „ასეთი მძიმე თემა მიაჩუმათოს“.

„ყველაზე მეტად სასაცილო ის არის, რომ ოპოზიციის მხარეს ნამდვილად მეგულებიან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე მიესალმებოდნენ პატრიარქის მიმართ განხორციელებულ ნებისმიერი ტიპის ქმედებას და დღეს ახლა მისი დამცველები გამოდიან. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ირონია. ჯერჯერობით მე არ მაქვს ის ინფორმაცია, რომ გამოძიების დაწყება მოვითხოვოთ. ჯერ უნდა გაირკვეს რა ხდება. საზოგადოების ინტერესი იმდენად მაღალია, რომ ამას გარკვეული გაგრძელება რა თქმა უნდა, ექნება და თუ გამოძიება იქნება საჭირო, არც ამას არ უდგას წინ არაფერი. ჩემი აზრით, ჯერჯერობით არ დამდგარა მომენტი, რომ პარლამენტი აქტიურად ჩავერიოთ და კონკრეტული ქმედებები მოვითხოვოთ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ეს ისეთი ტემპით მიმდინარეობს, რომ ალბათ, ყოველ დღე ახალ-ახალი ინფორმაციები გახდება ცნობილი და მერე ჩამოვყალიბდებით. არავის არ აქვს სურვილი, ასეთი მძიმე თემა სადღაც მიაჩუმათოს და არ გამოააშკარავოს, რასთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა