სასწრაფო  დახმარების ბრიგადები გამოძახებებზე პრიორიტეტის მიხედვით 1-ელი იანვრიდან ივლიან

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები გამოძახებებზე პრიორიტეტის მიხედვით 1-ელი იანვრიდან ივლიან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა.

თალაკვაძის ინფორმაციით, პრიორიტეტებს სპეციალური პროგრამა განსაზღვრავს.

„1-ელი იანვრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები გამოძახებებზე პრიორიტეტის მიხედვით ივლიან. იგეგმება სპეციალური პროგრამის გაშვება, რომელიც თავად განსაზღვრავს, რომელი პაციენტი უფრო მეტად საჭიროებს დახმარებას და ეკიპაჟი პირველად მასთან მივა. ეს შეამცირებს მოცდის დროს. დღეის მდგომარეობით, თბილისს 100-მდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ემსახურება, თუმცა, იმის გამო, რომ პრიორიტეტის მიხედვით არ ხდება გამოძახებაზე გასვლა, ეს რაოდენობა ქალაქისთვის საკმარისი მაინც არ არის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ გავზარდოთ სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, რათა მოხდეს გამოძახებაზე დროული და მყისიერი რეაგირება", - განაცხადა თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ უწყება საზოგადოებას დეტალებს ნოემბრის ბოლომდე გააცნობს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა