დავით ზალკალიანი - მისასალმებელია ის აქცენტები, რომელიც საქართველოში აშშ-ს ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა გააკეთა

მისასალმებელია ის აქცენტები, რომელიც კელი დაგნანმა გააკეთა მოსმენის დროს, - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილი კელი დაგნანის გამოსვლას.

ზალკალიანის განცხადებით, დაგნანის გამოსვლაში ფოკუსი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე, ამერიკის მხარდაჭერაზე საქართველოს ტერიტოროული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ და საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებების მიმართ.

„მე მივესალმები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის კანდიდატურის მოსმენას. ვფიქრობ, რომ დარჩენილი პროცედურები სწრაფად გაივლის და ელჩს ექნება შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდეს საქართველოში და დაუყოვნებლივ შეუდგეს თავის საქმიანობას. მნიშვნელოვანია, რომ ელჩი, რომელიც ამ განწყობით მოდის და აქვს ასეთი სურვილები, ეს ყველფერი ითარგმნოს პრაქტიკულ თანამშრომლობაში და ეს ასეც იქნება, რადგან საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობის ის დონე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არის ყველაზე მაღალი ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ასეთი მაღალი დონის ურთიერთობა საქართველოს აშშ-სთან არ ჰქონია.

„ეს ასახულია შესაბამის გადაწყვეტილებებში და დეკლარაციებში, მათ შორისაა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ათი წლის თავთან მიღებული დეკლარაცია, რომელიც არის ყოვლისმომცველი და ასახავს ყველა ძირითად მიმართულებას, მათ შორის, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და ასევე, ვაჭრობის და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება სწორედ ელჩის საქმიანობის ძირითადი მიმართულება და მან ამაზე აქცენტები რომ გააკეთა, არის უაღრესად მისასალმებელი და მოუთმენლად ველოდებით მის ჩამოსვლას საქართველოში”,- განაცხადა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა