სოფელ ჭალადიდში ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი ფოთის ჰოსპიტალიდან ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში 20:49 საათზე გადაიყვანეს, სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლის დროს, მედპერსონალმა დააფიქსირა პაციენტის გარდაცვალება.

შეგახსენებთ, წუხელ ჭალადიდის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. მაშველებმა მძღოლი სამსაათიანი მუშაობის შემდეგ გამოიყვანეს.

იხილეთ ვიდეო: სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა