ამირან გამყრელიძე - 2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ცოფის შემთხვევა არ გვქონდა, წელს ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზოონოზურ დაავადებებთან მიმართებაში გარკვეული პროგრესი მიღწეულია. კონკრეტულად, ზოონოზური დაავადებიდან ერთ-ერთის - ცოფის შემთხვევები მინიმუმამდეა დაყვანილი. ამის შესახებ გამყრელიძემ ერთიანი ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საქართველოში უკვე მეორედ ტარდება.

მისი თქმით, 2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ცოფის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, წელს კი ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, შემცირებულია ჯილეხის შემთხვებებიც, რა დაავადებაც, ასევე გადადის ცხოველიდან ადამიანზე.

მისივე თქმით, ერთიანი ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნის მთავარი მიზანია, რომ მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მოსახლეობას ერთიანი ჯანმრთელობის შესახებ, რომ „ცხოველიდან გადატანილი დაავადებები დღესაც მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის".

„უკვე მეოთხეთ აღინიშნება ერთიანი ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მსოფლიოში. ჩვენ კი მეორედ აღვნიშნავთ წელს ამ დღეს. ეს დღე ერთიანი ჯანმრთელობის გლობალური კომისიის მიერ არის დაწესებული. ერთიანი ჯანმრთელობა არის ერთიანი მიდგომა იმ ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი, რაც მოდის ცხოველებიდან, ანუ ზოონოზური დაავადებებიდან და გადადის ცხოველიდან ადამიანზე. მაგალითად: ცოფი, ჯილეხი, ყირიმ-კონგოს ცხელება და ა.შ. ბევრია ასეთი. ერთიან ჯანმრთელობაში ასევე გაერთიანებულია ის საფრთხეები, რომლებიც მოდის გარემოს ზემოქმედებით ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ დღის აღნიშვნის მთავარი მიზანია, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას ერთიანი ჯანმრთელობის შესახებ, რომ ცხოველიდან გადატანილი დაავადებები მნიშვნელოვანია დღესაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ცოფი მინიმუმამდე დავიყვანეთ. 2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში აღარ გვქონდა ცოფის შემთხვევა, წელს ერთი შემთხვევა გვაქვს სამწუხაროდ. ასევე, ჯილეხი შევამცირეთ. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, გვაქვს ინფორმაციის ძალიან კარგი ურთიერთგაცვლის სისტემა და სწრაფი რეაგირების. ამიტომ ერთიანი მიდგომა ჯანდაცვის სამინისტროსი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსი, ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ ამ პრინციპების ქვეყანაში დასანერგად", - განაცხადა გამყრელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე