ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 627 ოჯახი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბინებს სიმბოლურ ფასად მიიღებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 627 ოჯახი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბინებს სიმბოლურ ფასად მიიღებს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სხდომაზე მთავრობამ მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, ჩვენ დღეს გამოვედით ინიციატივით და მთავრობამ დაგვიჭირა მხარი, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 627 ოჯახი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბინებს საკუთრებაში მიიღებს. ეს ოჯახები დღეს დე ფაქტო ცხოვრობენ იმ ბინებში, რომელიც მიეკუთვნება სახელმწიფო საკუთრებას, ჩვენ სიმბოლურ ფასად მათ გადავცემთ და ვუმკვიდრებთ საკუთრებაში ამ ბინებს. ეს შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე 19 დასახლებულ პუნქტს, ესაა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, მცხეთა, დუშეთი და ა.შ. ამ გადაწყვეტილების შედეგად ადამიანები დაიმკვირდებენ თავის მუდმივ, კანონიერ საკუთრებაში იმ ბინებს, რაც მათ ფაქტობრივად, აქვთ დაკავებული და რა თქმა უნდა, ეს მათი კეთილდღეობის მიმართულებით გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია”, - განაცხადა თურნავამ პრესკონფერენციაზე.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა