„ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის თეონა ჭალიძის განცხადებით, საარსებო შემწეობის ჩარიცხვა  45 000 ადამიანს შეუჩერდა

„ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის თეონა ჭალიძის განცხადებით, საარსებო შემწეობის ჩარიცხვა 45 000 ადამიანს შეუჩერდა. მისივე თქმით, უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებს აბსურდული მიზეზებით უწყდებათ აღნიშნული დახმარება.

„ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში „ახალი საქართველოს“ სოციალურმა სამსახურმა დავაანონსეთ, რომ 2019 წელს მოსალოდნელი იყო სოციალურად დაუცველი პირებისთვის დახმარებების შეჩერება - შეწყვეტა. როგორც ვხედავთ ხელისუფლების ხელში სოციალური დახმარებები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცა და არასაარჩევნო წელს ყოველთვის იყენებენ ეკონომიის გასაკეთებლად.

ყოვლად აბსურდული მიზეზებით უჩერდებათ საარსებო შემწეობა ადამიანებს. ყოველ დღე მოგვდის შეტყობინებები უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების მხრიდან. ზოგიერთ ოჯახებს წელიწადში ორჯერ, 3 -3 თვით უჩერებენ დახმარებას და გამოდის, რომ ნახევარი წელი ჩვენს გვერდით ადამიანები კრიზისულ სიტუაციაში იმყოფებიან. რიგ ოჯახებს კი - უწესებენ ერთწლიან აკრძალვას, რაც იმას ნიშნავს რომ 1 წელი მათი განაცხადი ამ პერიოდში არ განიხილება. 45 000 ადამიანს შეუჩერდა საარსებო შემწეობის ჩარიცხვა. მივმართავ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საქართველოს მასშტაბით, მერებს, გამგებლებს, რომ პარალელურად უფასო სასადილოების სიებიდან ეს პირები არ ამოიღონ. ხოლო, ვინც მოლოდინის რეჟიმში იყო და ეს შემწეობა შეუჩერდა, გამოინახოს რესურსი და ამ ადამიანებისთვის სასადილოებიდან საკვების წაღება მაინც გახდეს შესაძლებელი.

ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, რომ შეეცვალათ ეს უპასუხისმგებლო მიდგომა და მანამდე არ შეეჩერებინათ ოჯახებისთვის დახმარება, სანამ არ დადასტურდებოდა, რომ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კი, საერთოდ არაკომპეტენტური და არასენსიტიური აღმოჩნდა ამ საკითხის მიმართ.

მივმართავ სახალხო დამცველსაც, კიდევ ერთხელ დაინტერესდეს ამ ადამიანების მდგომარეობით.

აქვე ვაქვეყნებ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერს, რომელსაც პირადად ვუპასუხებ - 591051601. ჩვენ მისამართია: თბილისი, ვაკე, მეცხრე საავადმყოფოსთან, ზურა ავალიშვილის N8. ვისაც უსამართლოდ გიჩერებენ ამ დახმარებას მოგვმართეთ და შეგვატყობინეთ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე