მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას დღეს დატოვებს

მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას დღეს, 4 ნოემბერს დატოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეპარქიას ნაშუადღევს დატოვებს. მისივე თქმით, თუ სინოდის სხდომა გაიმართება და მიიწვევენ, ის დაესწრება, თუმცა მოითხოვს პირდაპირ ეთერს.

"ძალიან დიდ პატივს ვცემ პრინციპულ ადამიანებს და პრინციპულობას, რადგან თქვენ ასეთი პრინციპულები ხართ, გაგიმხელთ, რომ ხვალ ეპარქიიდან გავდივარ. სინოდის სხდომას თუ მოიწვევენ და გაშუქდება საპატრიარქოს არხის "ერთსულოვნების" მეშვეობით, დავესწრები. თუ მიაჩნიათ წმინდა სინოდის წევრებს, რომ ერთსულოვნება გადაარჩენს საქართველოს, ერთსულოვნებისათვის ჯერ ბერში და შემდეგ ერში უნდა გადაიდგას ნაბიჯები ღიაობისა და გამჭვირვალობისთვის. აწ განსვენებული, ჩემთვის წმინდა ადამიანი, მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი ამბობდა - ეკლესიაში არის მხოლოდ შვიდი საიდუმლოება, სხვა საიდომლოება ეკლესიაში არ არის. წმინდა სინოდს არ უნდა ჰქონდეს საიდუმლო, ვინაიდან მღვდელმთავრები და სინოდის წევრები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ და სიცრუეს ტირაჟირებენ. დღეს ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა და მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან გამოსვლისა არის სინოდის სხდომების გამჭვირვალობა. მიმაჩნია, რომ სინოდის სხდომები საპატრიარქოს არხის მეშვეობით, პირდაპირ ეთერში უნდა გაშუქდეს. თუ მომიწვევენ დავესწრები, მაგრამ მოვითხოვ პირდაპირ ეთერს", - განაცხადა მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან გუშინ საუბრისას.

იხილეთ ვიდეო: მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას დღეს დატოვებს

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს