4 ნოემბერს ვაკეში 1300-მდე  აბონენტს  გაზმომარაგება  დროებით შეუწყდება

ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აბონენტების ახლად აშენებულ ქსელზე გადართვის მიზნით, 4 ნოემბერს გაზის მიწოდება დროებით 1300-მდე აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, გაზმომარაგება შემდეგ ქუჩებზე შეწყდება:

თ. აბულაძის ქ. 30 (ლევან მიქელაძის ქ. 17), თ. აბულაძის ქ. 32 (ლევან მიქელაძის ქ. 19 – ყიფშიძის ქუჩა, ავტოგასამართი სადგურის მიმდ.), თ. აბულაძის ქ. 31 (ჭავჭავაძის გამზირსა და ყიფშიძის ქუჩას შორის), ნ. ყიფშიძის ქ. 2კ (იგივე, ი. ჭავჭავაძის გამზ. 39ბ), 5, 5ა, 5-7, 7, 7ბ, 7ა, ნ. ყიფშიძის ქ. 9-ში მდებარე შპს „ფორტის დეველოპმენტი“-ს, ი. ჭავჭავაძის გამზ. მე-9 საავადმყოფოს ჩრდილოეთით მდებარე – (ზ. ავალიშვილის ქ. 8) შპს „ჭავჭავაძე 33“, ი. ჭავჭავაძის I შეს. 4-ში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 37) მდებარე ი.ბ.ა. „მედიკოსი“-ს, ი. ჭავჭავაძის გამზ. 60-ში მდებარე შპს „ჰაუსარტ ლუქსი“-ს, ი. ჭავჭავაძის გამზ. 33ე (იგივე ი. ჭავჭავაძის გამზ. 33კ), ი. ჭავჭავაძის გამზ. 37ლ – შპს „არქი თაუერი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. 52, ი. ჭავჭავაძის გამზ. 54 (კავსაძის ქ. 2), 54ა, კავსაძის ქ. 3კ-ში მდებარე შპს „დომუს დეველოპმენტი“-ს საცხოვრებელი კორპუსები. ასევე: ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო; თურქეთის საელჩო; სიმონ ხეჩინაშვილის სახ. კლინიკა; შპს „თანამედროვე განათლების აკადემია“; სს „აქსის თაუერსი“ და სხვა.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 6 ნოემბრის დილის 10.00 სთ-დან და დასრულდება 18.00 სთ-მდე“, - აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ახალ ქსელზე გადართვა აუცილებელია უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგების გასაუმჯობესებლად. „გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის დანადგარები ღია მდგომარეობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა